საგანმანათლებლო ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .ბლოგი მოიცავს ვრცელ, არსებით ინფორმაციასაც და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით.აქ არის განთავსებული ტესტები, კალენდარული გეგმების ნიმუშები, და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
სასწავლო რესურსები
четверг, 20 июня 2019 г.
საწერი მასალა - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
დამწერლობის განვითარების პირველ საფეხურზე, როცა იეროგლიფებით და ლურსმნული დამწერლობით წერდნენ, საწერად იყენებდნენ მაგარ მასალას - ქვას, ხეს, ძვალს, თიხის ფირფიტებს - ასეთ დროს წერის პროცესი კაწვრას და ტვიფრას უფრო გავდა, ხოლო “ასოები” დიდად არ განსხვავდებოდა ნახატებისაგან. ამიტომ მთელ რიგ ენებში “წერა” და “კაწვრა” ან “წერა” და “ხატვა” ერთი და იმავე სიტყვებით აღინიშნება.
ქართულ ენაშიც წერა თავდაპირველად ჭრას, კვეთას ნიშნავდა. აქედან მოდის სიტყვა წერაქვი (ქვის საჭრელ-საკვეთი იარაღი). ზმნა “წერტა”, ჩხვლეტას ნიშნავს, აქედან არის ასევე ნაწარმოები სასვენი ნიშანი - წერტილი (“ნაჩხვლეტი”).
ეგვიპტელთა მიერ პაპირუსის საწერ მასალად გამოყენებამ (2200-1500 წწ. ქრისტეშობამდე) წერა გახადა გაცილებით სწრაფი, მარტივი. პაპირუსი მდ. ნილოსის მიდამოებში ხარობდა, ამიტომ ეგვიპტელები ამ მცენარეს “პა-პ-იურ”-ს (“მდინარიდან”) ეძახდნენ.
ფინიკიის სავაჭრო ქალაქ ბაბილონიდან, საწერი მასალა პაპირუსი გაჰქონდათ საბერძნეთში, სწორედ ამიტომ ბერძნები პაპირუსს უწოდენდნენ “ბიბლიონ”-ს, ხოლო წიგნს “ბიბლო”-ს.
პაპირუსს ქართველები ჭილს ეძახდნენ.
საქართველოში პაპირუსს საწერ მასალად არ იყენებდნენ, ცნობილია ჭილზე ნაწერი მხოლოდ ორი ქართული ხელნაწერი, რომელიც საზღვარგარეთ - პალესტინაში არის დამზადებული. ერთი მათგანი შეიცავს დავითის საგალობლების (ფსალმუნის) ნაწყვეტებს და ამჟამად პეტერბურგის ბიბლიოთეკაში ინახება. მეორე საგალობელთა კრებულია (იადგარი), რომლის მესამედზე მეტი ეტრატია, ამიტომ მას ჭილ-ეტრატის იადგარს ეძახიან (Xს.), ის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული საწერი მასალა იყო ეტრატი, ანუ პერგამენტი, რომელსაც ამზადებდნენ ცხვრის, თხის, ბატკნის ან ირმის ტყავისგან. ტყავს კირიან წყალში ალბობდნენ, ბალანს აცლიდნენ და კვლავ კირიან წყალში ათავსებდნენ, შემდეგ ჭიმავდნენ, კიდეებს თანაბრად ჩამოაჭრიდნენ და ცარცით, კვერცხის გულით და სხვა ნივთიერებებით პოხავდნენ. ტყავის ბალანგაცლილი მხარე უფრო მუქი იყო. პაპირუსს ეტრატი მოქნილობითა და გამძლეობით სჯობდა, რის გამოც მან თანდათან განდევნა პაპირუსი.
ეტრატის დამზადებით განთქმული იყო მცირე აზიის ქალაქი პერგამონი (დღევ. ბერგამი), აქედან ეწოდა მას სახელი - პერგამენტი. ქართული შესატყვისი ეტრატი კი წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან “ოთხეული”, “ოთხფურცელი”. პერგამენტს წიგნისათვის ჯერ სიგრძეზე, შემდეგ კი სიგანეზე კეცავდნენ, იქმნებოდა ოთხი ფურცელი, რომელსაც ბერძნულად ტეტრად (ტეტრადიონ) ერქვა, ეს ფორმა დამკვიდრდა ქართულში. იგივე სიტყვა რუსულში “რვეულს” ნიშნავს. ქართული რვეული - “რვს’-სგან არის ნაწარმოები, წინათ საწერი ქაღალდი რვა-რვა ფურცლად იყო შეკერილი, დღესაც წიგნები ასეთი რვაფურცლიანი თაბახებისაგან იკინძება.
ზოგჯერ დაძველებულ და არასაჭირო შინაარსის წიგნის ეტრატზე ნაწერ ტექსტს შლიდნენ და მასზე ხელახლა წერდნენ, თუმცა ეტრატზე ძველი წარწერა მაინც შესამჩნევი იყო. ასეთ ეტრატს პალიმფსესტი ჰქვია.
ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს 105 წელს. მისი დამზადების წესი დიდხანს გასაიდუმლოებული იყო. 751 წელს არაბების ხელში ტყვედ ჩავარდნილმა ჩინელმა ქაღალდის დამზადების საიდუმლო გასცა. არაბებმა ქაღალდი გააუმჯობესეს, გამოიყენეს ტილოს მასალა, უფრო მაგარი წებო, რამაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მისი დამზადების გაიაფებაც გამოიწვია და ეტრატის ხმარება შეზღუდა. IX საუკუნეში არაბული ქაღალდი გავრცელდა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში.
პირველი ქართული ქაღალდზე ნაწერი წიგნია - 1188 წლის კრებული A-65.
არაბეთიდან შემოსულ ქაღალდს სახელიც არაბული მოჰყვა. არაბულად ქაღალდს ეწოდება “ქაღად”. ეს ფორმა გვხვდება XI საუკუნეში ერთ-ერთ ხელნაწერში (H - 684). XIII ს-დან “ქაღად”-ის პარალელურად დასტურდება დღევანდელი ფორმა ქაღალდი. არაბულის გარდა საქართველოში შემოდიოდა იტალიური, ფრანგული და სპარსული ქაღალდი.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий