სასწავლო რესურსები

среда, 26 июня 2019 г.

ჩემი შექმნილი რესურსები


https://learningapps.org/display?v=p3tr575h501

სამოდელო გაკვეთილები



                               პრობლემაზე  დაფუძნებული

https://drive.google.com/file/d/0B-WcW73Uvf_FZXBMT2tVRVVxS3RsMWlHUjMwZVF0aTJrQkFr/view?usp=sharing

                              ინოვაციური

https://drive.google.com/file/d/0B-WcW73Uvf_FdGFGYWRINURuZHlYLWpuUjZvOV9Bclo2OTVB/view?usp=sharing


                               მედიაწიგნიერებაზე

https://drive.google.com/file/d/0B-WcW73Uvf_FV1E0VEFvZFQ1MUxJeXVlNklfd2VoT25kSUxJ/view?usp=sharing


                               ინტეგრირებული

https://drive.google.com/file/d/0B-WcW73Uvf_FSU5oa244eWYtc2RhcGVaVEN3c1NiRFFaLWlr/view?usp=sharing






პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

                           
                არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება

https://drive.google.com/file/d/0B-WcW73Uvf_FcEp0ZU5VOW1OcS1JSlpveGxubUFSUW5YQ1BB/view?usp=sharing

четверг, 20 июня 2019 г.

საწერი მასალა - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დამწერლობის განვითარების პირველ საფეხურზე, როცა იეროგლიფებით და ლურსმნული დამწერლობით წერდნენ, საწერად იყენებდნენ მაგარ მასალას - ქვას, ხეს, ძვალს, თიხის ფირფიტებს - ასეთ დროს წერის პროცესი კაწვრას და ტვიფრას უფრო გავდა, ხოლო “ასოები” დიდად არ განსხვავდებოდა ნახატებისაგან. ამიტომ მთელ რიგ ენებში “წერა” და “კაწვრა” ან “წერა” და “ხატვა” ერთი და იმავე სიტყვებით აღინიშნება. ქართულ ენაშიც წერა თავდაპირველად ჭრას, კვეთას ნიშნავდა. აქედან მოდის სიტყვა წერაქვი (ქვის საჭრელ-საკვეთი იარაღი). ზმნა “წერტა”, ჩხვლეტას ნიშნავს, აქედან არის ასევე ნაწარმოები სასვენი ნიშანი - წერტილი (“ნაჩხვლეტი”). ეგვიპტელთა მიერ პაპირუსის საწერ მასალად გამოყენებამ (2200-1500 წწ. ქრისტეშობამდე) წერა გახადა გაცილებით სწრაფი, მარტივი. პაპირუსი მდ. ნილოსის მიდამოებში ხარობდა, ამიტომ ეგვიპტელები ამ მცენარეს “პა-პ-იურ”-ს (“მდინარიდან”) ეძახდნენ. ფინიკიის სავაჭრო ქალაქ ბაბილონიდან, საწერი მასალა პაპირუსი გაჰქონდათ საბერძნეთში, სწორედ ამიტომ ბერძნები პაპირუსს უწოდენდნენ “ბიბლიონ”-ს, ხოლო წიგნს “ბიბლო”-ს. პაპირუსს ქართველები ჭილს ეძახდნენ. საქართველოში პაპირუსს საწერ მასალად არ იყენებდნენ, ცნობილია ჭილზე ნაწერი მხოლოდ ორი ქართული ხელნაწერი, რომელიც საზღვარგარეთ - პალესტინაში არის დამზადებული. ერთი მათგანი შეიცავს დავითის საგალობლების (ფსალმუნის) ნაწყვეტებს და ამჟამად პეტერბურგის ბიბლიოთეკაში ინახება. მეორე საგალობელთა კრებულია (იადგარი), რომლის მესამედზე მეტი ეტრატია, ამიტომ მას ჭილ-ეტრატის იადგარს ეძახიან (Xს.), ის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. საქართველოში ყველაზე გავრცელებული საწერი მასალა იყო ეტრატი, ანუ პერგამენტი, რომელსაც ამზადებდნენ ცხვრის, თხის, ბატკნის ან ირმის ტყავისგან. ტყავს კირიან წყალში ალბობდნენ, ბალანს აცლიდნენ და კვლავ კირიან წყალში ათავსებდნენ, შემდეგ ჭიმავდნენ, კიდეებს თანაბრად ჩამოაჭრიდნენ და ცარცით, კვერცხის გულით და სხვა ნივთიერებებით პოხავდნენ. ტყავის ბალანგაცლილი მხარე უფრო მუქი იყო. პაპირუსს ეტრატი მოქნილობითა და გამძლეობით სჯობდა, რის გამოც მან თანდათან განდევნა პაპირუსი. ეტრატის დამზადებით განთქმული იყო მცირე აზიის ქალაქი პერგამონი (დღევ. ბერგამი), აქედან ეწოდა მას სახელი - პერგამენტი. ქართული შესატყვისი ეტრატი კი წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან “ოთხეული”, “ოთხფურცელი”. პერგამენტს წიგნისათვის ჯერ სიგრძეზე, შემდეგ კი სიგანეზე კეცავდნენ, იქმნებოდა ოთხი ფურცელი, რომელსაც ბერძნულად ტეტრად (ტეტრადიონ) ერქვა, ეს ფორმა დამკვიდრდა ქართულში. იგივე სიტყვა რუსულში “რვეულს” ნიშნავს. ქართული რვეული - “რვს’-სგან არის ნაწარმოები, წინათ საწერი ქაღალდი რვა-რვა ფურცლად იყო შეკერილი, დღესაც წიგნები ასეთი რვაფურცლიანი თაბახებისაგან იკინძება. ზოგჯერ დაძველებულ და არასაჭირო შინაარსის წიგნის ეტრატზე ნაწერ ტექსტს შლიდნენ და მასზე ხელახლა წერდნენ, თუმცა ეტრატზე ძველი წარწერა მაინც შესამჩნევი იყო. ასეთ ეტრატს პალიმფსესტი ჰქვია. ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს 105 წელს. მისი დამზადების წესი დიდხანს გასაიდუმლოებული იყო. 751 წელს არაბების ხელში ტყვედ ჩავარდნილმა ჩინელმა ქაღალდის დამზადების საიდუმლო გასცა. არაბებმა ქაღალდი გააუმჯობესეს, გამოიყენეს ტილოს მასალა, უფრო მაგარი წებო, რამაც ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მისი დამზადების გაიაფებაც გამოიწვია და ეტრატის ხმარება შეზღუდა. IX საუკუნეში არაბული ქაღალდი გავრცელდა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში. პირველი ქართული ქაღალდზე ნაწერი წიგნია - 1188 წლის კრებული A-65. არაბეთიდან შემოსულ ქაღალდს სახელიც არაბული მოჰყვა. არაბულად ქაღალდს ეწოდება “ქაღად”. ეს ფორმა გვხვდება XI საუკუნეში ერთ-ერთ ხელნაწერში (H - 684). XIII ს-დან “ქაღად”-ის პარალელურად დასტურდება დღევანდელი ფორმა ქაღალდი. არაბულის გარდა საქართველოში შემოდიოდა იტალიური, ფრანგული და სპარსული ქაღალდი.

среда, 19 июня 2019 г.

მეთოდური წერილები - ნინია საღობელაშვილის ,, გალაკტიონი და თბილისი"( 2019 წ.19 ივნისი, ჟურნალი ,,მასწავლებელი")

„და გავიდა ივლისი, და მოვიდა, წამებო, შფოთიანი ტფილისი: პოეტების სამეფო!“ გალაკტიონ ტაბიძე პოეტები ხშირად ემსგავსებიან საკუთარ ქალაქებს. უფრო ხშირად კი, იმსგავსებენ მათ. სანკტ-პეტერბურგი ალბათ, ყველაზე მეტად ბროდსკის გავს, პარიზი _ ვერლენს, თბილისი კი გალაკტიონს. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ რაღაც მისტიკური კავშირი არაა მათ შორის, ან ერთმანეთის ბედისწერას არ განსაზღვრავენ. მით უფრო, თუ ქალაქები ყველაზე მკაფიოდ, თვალშისაცემად და მუდმივობის ძალით სწორედ პოეტების წიგნებში აღიბეჭდებიან, როგორც ისტორიის უტყუარი პალიმფსესტები. დრო ქრება, შესაძლოა _ ქალაქებიც, თუმცა მათი ანაბეჭდები ჯიუტად ატყვია პოეტების შემოქმედებას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ და დავინახოთ. ეს ფიქრი ერთმა კარგმა კრებულმა აღმიძრა, უფრო სწორად, ამ კრებულშია თავმოყრილი ყველა ის ნიუანსი, მოვლენა, ფოტო, ლექსი თუ აქცენტი, საიდანაც მკითხველს გალაკტიონის და თბილისის ურთიერთობაზე ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება დარჩება. „გალაკტიონ ტაბიძე და თბილისი“ _ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ გამოსცა. ვახტანგ ჯავახაძის მიერ შეკრებილი ფასდაუდებელი მასალა, გაფორმებული ნინო ანდრიაშვილის ძალიან საინტერესო დიზაინით და შესრულებული მაღალი პოლიგრაფიით, იმ ხარისხის წიგნად იქცა, რომელიც საგანძურის მნიშვნელობასაც ითავსებს ხოლმე და გურმანი მკითხველების სამაგიდო წიგნების სივრცეში ბინავდება. „გალაკტიონის შემოქმედებიდან მხოლოდ ლექსების სათაურებიც საკმარისია იმისთვის, რომ გალაკტიონის და თბილისის განსაკუთრებულ სიყვარულზე დიდხანს ვილაპარაკოთ. გალაკტიონთან დაკავშირებით დაუსრულებელია თემები და მოტივები მზეზე, ცაზე, სამყაროზე, ადამიანზე და… ყველაფერზე, რომელიც სიტყვით სხვადასხვა ფერწერული ტილოებივითაა დახატული…“ _ წერს კრებულის შესავალში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე. გადაშლით და ვეღარ მოწყდებით კრებულს _ ამის გარანტიას ის ერთმანეთზე საინტერესო ამბები, პოეტის ჩანაწერები, მისივე ხელნაწერები, ფოტოები და კომენტარები იძლევა, რომლებიც ზუსტად იმ შთაბეჭდილებებით იფურცლება, როგორითაც თბილისის ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებში ინტერესიანი და თავგადასავლიანი ხეტიალი იწვევს. გალაკტიონისთვის თბილისი ფეხბედნიერი ქალაქი აღმოჩნდა _ პირველად, 17 წლისა ჩამოვიდა, 1908 წელს და ამ წელსვე ემთხვევა მისი ლიტერატურული დებიუტი. ყველა შემოქმედებითი წარმატება, აღმაფრენა, ტკივილი და სიკვდილის მისტიკაც კი _ თბილისს უკავშირდება. „მე ეხლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს თბილისში ჩამოსვლის პირველი დღე. ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგნენ სემინარიის შენობის წინ, ერევნის მოედნის ახლო. აქა-იქ გუნდებად დაყოფილ სემინარიელებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული. კარგად არ მახსოვს თუ რაზე კამათობდნენ. მხსოვს მხოლოდ სემინარიელების ანთებული სახეები და გაბრწინებული თვალები“ _ იგონებს პოეტი. გალაკტიონის უბადლო მკვლევარი და მემატიანე, პოეტი და კრებულის შემდგენელი ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფით, ვრცელი ბიოგრაფიული წიგნით (მგონი არც არსებობს მეორე ასეთი ნიმუში ჩვენს ლიტერატურაში) „უცნობი“ მომავალს დაუტოვა გალაკტიონის ყველაზე ნამდვილი, ერთდროულად მიუწვდომელი და ზუსტი პორტრეტი, კრებულის დასასრულს იმ აქცენტებს გამოყოფს, რომლებიც პოეტის და თბილისის ურთიერთობაში, მათ გაბმულ, დინამიკურ და ჯადოსნურ დიალოგში ყველაზე თვალშისაცემია: „თბილისი მისთვის არ იყო ქალაქი, სადაც რომელიღაც ქუჩაზე რომელიღაც სახლში ცხოვრობდა. მთელი თბილისი იყო მისი სახლი, რომლის ქუჩებში და ბაღებში გალაკტიონმა უფრო მეტი საათები, დღეები, ღამეები, თვეები და წლები გაატარა, ვიდრე ოთხ კედელს შორის. ყოველ დილით იგი გადიოდა სახლიდან და შედიოდა თავის დიდ სახლში, სადაც მას თითქმის ყველა თბილისელი იცნობდა… გალაკტიონი ყველაზე კარგად იცნობდა დედაქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს. აღრიცხავდა: _ მუზეუმები თბილისში _ ხიდები თბილისში _ თბილისის სადარბაზოები _ ტფილისის ბაღები _ ტფილისის ხეები…“ გალაკტიონი ინიშნავდა ამინდებს, ადგილებს, რომლებიც რაიმე მოგონებას უკავშირდებოდა; მათემატიკურ განტოლებებად აქცევდა ტრანსპორტის მოძრაობის სტატისტიკას ამა თუ იმ ქუჩაზე. ოცნებობდა საკუთარი სახელობის ქუჩაზე, სანაპიროზე; იძლეოდა რეკომენდაციებს ქალაქის მოსაწყობად და გასამშვენებლად; უყვარდა მთაწმინდა და ხშირად იყო მისი სტუმარი. ბოლოს კი, საერთოდაც, მთაწმინდის სამუდამო ბინადარი გახდა. თბილისი დღესაც აღელვებს ხელოვანებს, შთააგონებს პოეტებს, რეფლექსიისკენ უბიძგებს ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს. თუმცა, სულ სხვაა გალაკტიონის თბილისი, მას ვერსად ნახავთ, შესაძლოა ა(ღა)რც არსებობს, ის მხოლოდ პოეტის სიცოცხლეს დაესწრო და მასთან ერთად გაქრა. სამაგიეროდ, დარჩა პოეზია და უბის წიგნაკები, რამდენიმე ფოტოც, რომლებიც უტყუარად იტყობინება, რომ ეს დიდი ამბავი _ პოეტის და თბილისის სიყვარულისა _ ნამდვილად მოხდა. ეს კრებულიც ამ სიყვარულის ამბის დასტურია. ჩვენ, მასთან ყოველი შეხებისას, შეგვიძლია ამ ქალაქში, გალაკტიონთან ერთად ვიხეტიალოთ.

пятница, 3 мая 2019 г.

,,ვეფხისტყაოსნის" სწავლისას

   დიდი შრომა-გარჯით, მაგრამ მაინც ხალისით ,,შემოსწავლილი" დიდი წიგნი 

თითოეულ მეათეკლასელს  უდუდესი  შრომა   მიუძღვის ამ რესურსების  შექმნაში.







 წარმატებები <3

пятница, 26 апреля 2019 г.

пятница, 19 апреля 2019 г.

,,წიგნის დღე" მერვეკლასელებთან


         დღესდღეობით, ტექნოლოგიური  ინოვაციების  ეპოქაში, საგრძნობლად  შეინიშნება  მოსწავლე-ახალგაზრდობის  გულგრილი  დამოკიდებულება  წიგნების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება  მათი  წერისა  და  მეტყველების  კულტურაზე. სიტყვიერების  მასწავლებელთა ერთ-ერთი  ფუნქცია  კი ისიცაა, რომ  წიგნს  დაუბრუნოს მოსწავლეები, შეაგრძნობინოს მშობლიური  სიტყვის  ძალა, აზიაროს მის  მადლს. საამისოდ  12-13 წლის  გოგო-ბიჭებისათვის  გიორგი  ლეონიძის ,,ნატვრის  ხე" ფასდაუდებელი  წიგნია.
         ,,მარიტას"  შესწავლამ დიდი ინტერესი  აღძრა  მერვეკლასელებში  და  გაჩნდა  იდეა, ყველა  მოთხრობის  წაკითხვა - გააზრებისა,ბატონი  გოგლას ,,ბედაური", ,,მაძღარი",  ,,მუხლადი"   სიტყვების  დაგემოვნებისა. მას  შემდეგ, რაც  მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ნატვრის  ხე", თითოეულმა  გამოარჩია  მისთვის  უფრო  საინტერესო  მოთხრობა და  დღეს, 19  აპრილს, სკოლის  ბიბლიოთეკაში  ჩავატარეთ  გაკვეთილი (პროექტის  ფარგლებში ,,წიგნის  დღე").მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები  წაკითხულის  შესახებ  წერილობით  გადმოსცეს  ერთმანეთს წაუკითხეს  ნამუშევრები,გაუზიარეს  შთაბეჭდილებები და  მოსაზრებები წაკითხულის  შესახებ. ამ მოთხრობების  მაგალითზე  გაიაზრეს  ბავშვებმა, რომ პოეტები, მართლაც,  მხოლოდ  რითმებით  მოლაპარაკენი  არ არიან  და  პოეტია  ყველა, ვისაც  ცხოვრების  ყოველდღიურ  ერთფეროვნებაში  მშვენიერების  აღმოჩენა  შეუძლია. 
    ერთი  სიტყვით, მთლიანად  გადაავლეს  თვალი ლეონიძის  გმირების მრავალფეროვან  სახეებსა  და  მისწრაფებებს, მიხვდნენ, რომ, მართლაც,ადამიანები  სხვადასხვაგვარნი  არიან. ერთნი  ხორცს  იმჭლევებენ და სულს  ილაღებენ, მეორენი - პირიქით; იმისდა  მიხედვით, ვის  რა  ინტერესები  ამოძრავებს  ცხოვრებაში, ზოგი  ზეკაცს  ემსაგავსება, ზოგიც - კაცუნას (თენგიზ  აბულაძის  ჩანაწერებიდან ,,ნატვრის  ხეზე"  მუშაობისას).
      განსაკუთრებული  ინტერესი  კი  ლეონიძის ლექსიკურმა  მრავალფეროვნებამ  გამოიწვია. ჩემი  მოსწავლეები ინტერესით კითხულობდნენ ფუფალა ,,საწყევარ"  სიტყვებს,დეიდა  მაიკოს  საალერო ფრაზებს,ღვინჯუას  საოცარ   სადღეგრძელოებს...
          ვფიქრობ, ასეთი  ღონისძიებები  მომავალი  თაობისთვის დიდი  საზრდო - ,,საუკუნო  საგზალი" და ქართული  სიტყვის  დაგემოვნების  უებარი  საშუალებაა.












среда, 17 апреля 2019 г.



                             მეხუთეკლასელების  ,,შედევრები"  

 თინათინის  გამეფების  ეპიზოდი  დამიხატეს  და  შინაარსიც  მშვენივრად  გაიგეს, ცოტა  იფანტაზიორეს  კიდეც ... 









 

понедельник, 15 апреля 2019 г.

,,ენა ისეთი, ქართული როა"...



                              დედაენის  დღე  მერვეკლასელებთან  

       და ხელნაწერი  ალმანახი   ,,ჩვენი  ენა  ქართული" 

















воскресенье, 14 апреля 2019 г.


             ხატოვან სიტყვა-თქმებსა და მხატვრულ  ხერხებზე                           
                          მუშაობა ლექსების  შესწავლისას






пятница, 12 апреля 2019 г.

                       

                         2019 წლის  გამოკითხვა
                                                                

1.      წერის  პროცესი  თქვენთვის  არის
         ა)  მარტივი      
         ბ) რთული 
2.      წერითი  დავალებების  შესრულება   თქვენთვის  არის
             ა)  სასიამოვნო პროცესი;  
             ბ) უსიამოვნო პროცესი;               
3.       წერითი დავალებების  შესრულებისას
       ა) გეხმარებიან   
       ბ) დამოუკიდებლად  მუშაობთ
4.      გიჭირთ  პრობლემის  ამოცნობა  ტექსტში?

ა) კი    
ბ) არა

5.      საკუთარი   თვალსაზრისის  გადმოცემა  სამსჯელო  საკითხზე  გირჩევიათ

            ა) ზეპირად    
            ბ) წერილობით

6.      წერილობით  მსჯელობისას მოსაზრებებს   სათანადო არგუმენტებით  ასაბუთებთ?

ა) კი 
             ბ) არა

7.      როდესაც  გიძნელდებათ  წერითი  დავალების  შესრულება, დახმარებას  სთხოვთ

            ა) მშობლებს  
            ბ) სკოლაში  საგნის  მსაწავლებელს            
            გ)რეპეტიტორს

8.      რა  გირთულებთ  დავალებების  შესრულებას?
     ა)  დავალებების  დიდი  მოცულობა;
     ბ) დავალებების  სიმრავლე;
     გ) ასაკისთვის  შეუფერებლად  რთული  დავალებები.


9.      თქვენი  აზრით, როგორ  უნდა  გაიუმჯობესოთ  წერის  უნარები?
           ა) მასწავლებლის  რეკომენდაციების ყურადღებით  მოსმენითა და  გამოყენებით;
           ბ) საკუთარ  თავზე  ბევრი  მუშაობით;
           გ) მსგავსი  დავალებების  ხშირად  შესრულება-გავარჯიშებით.

10.  თქვენი  აზრით, რა  არის  მიზეზი იმისა, რომ  გიჭირთ რაიმე ტიპის  წერითი  დავალებების დავალებების  შესრულება?
   ა) მასწავლებლის გულგრილი  დამოკიდებულება  სწავლების  პროცესში;
   ბ) ჩემი  უყურადღებობა  და  სიზარმაცე გაკვეთილზე;
   გ) სწავლაში  ხელს  მიშლის თანაკლასელების უდისციპლინობა  გაკვეთილზე.